ანსამბლის კონცეფცია

სად იკვრება წრე ადამიანის მისწრაფებაში იმოძრაოს, იცოცხლოს, შეიმეცნოს, იყოს თავისუფალი და შექმნას ფასეული ღირებული კულტურა... რა აცოცხლებს ფოლკლორს, რა ხასიათმა, შრომამ და ხედვამ მოიყვანა დღემდე ქართული საშემსრულებლო ხელოვნება და რა გზით უნდა იაროს შემოქმედებამ რომ მაყურებელს არ გაუნელდეს სანახაობით მოგვრილი ჟრუანტელი. რა არის ის ზღვარი, რომელიც უნდა დაიცვას შემოქმედებამ ფოლკლორის შექმნის და შესრულებისას, ისე რომ არ დაკარგოს ქვეყნის იდენტობასთან, მოქალაქეობასთან გათანაბრებული ეროვნული საგანძური და მუდმივად განავითაროს მოძრაობის, მელოდიის, აღქმნის უნარი, იყოს აქტუალური და გააბას კავშირი ყველა ასაკის, ეროვნების ადამიანებთან.

რეპერტუარი

„ქორეონიკონი“

2022 წელს, ანსამბლის ახალგზარდა სამხატვრო ხელმძღვანელის, ბაჩანა ჭანტურიასა და მისი ახალგაზრდა გუნდის მიერ შექმნილი კონცეფქტუალური ფოლკლორული პროგრამა „ ქორეონიკონი“ ფოლკლორული შემოქმედების ფუნდამენტურ იდეას ეხმიანება საკუთარი ხედვითა და შემოქმედებითი ნამუშევრით.

ქორეონიკონი შედგება 12 საცეკვაო და 8 მუსიკალური ნომრისგან. პროგრამაში მონაწილეობს 40 მოცეკვავე, 8 მუსიკოსი, ბენდი, 11 მომღერალი „ გუნდი“

პროგრამის ხანრძლივობა 1:30 წუთი

კონცეფცია

„მე ვარ წრე, რომელიც იკვრება ძველიდან ახლამდე. წრე, რომელიც იქმნება დაგროვილი საგანძურით და აცოცხლებს მას. მე ვაღიარებ გენდერულ თანასწორობას და მრავალფეროვნებას. ჩემს რიგებში ცეკვავს და მღერის ქართველი, აფხაზი, ოსი, ბერძენი, უკრაინელი, ყაზახი... მე არ ვარ ჩაკეტილი წრე, მე ვარ საქართველო, ჩემი მოცეკვავე ქალიცმე ვარ წრე, რომელიც იკვრება ძველიდან ახლამდე. წრე, რომელიც იქმნება დაგროვილი საგანძურით და აცოცხლებს მას. მე ვაღიარებ გენდერულ თანასწორობას და მრავალფეროვნებას. ჩემს რიგებში ცეკვავს და მღერის ქართველი, აფხაზი, ოსი, ბერძენი, უკრაინელი, ყაზახი... მე არ ვარ ჩაკეტილი წრე, მე ვარ საქართველო, ჩემი მოცეკვავე ქალიც და კაციც ფეხს უწყობს ქართულ რითმებს, მრავალხმიანობას, ცვლის მუსიკალურ ჟღერადობას, ეხმიანება ყველა რეგიონს თანაბრად. მე ვარ თავისუფლების მოყვარული შემოქმედება, ჩემი მუსიკოსები ჟამთააღმწერლებს გვანან, მომღერლები - მკვლევარებს, მოცეკვავეები კი მეომრებს. 1931 წლიდან დღემდე მოაღწია, გადარჩა, არსებობს და იბრძვის ანსამბლი მსოფლიოში საქართველოს სახელის გასატანად. და ჩემს დასს მოსაგები აქვს წარსულში წაგებული ომები. მე უნდა შევინახო ხმა აფხაზეთში გასაჟღერებლად, მე უნდა შევკრა წრე და ავსახო ქრონოლოგიურად!

მე ახალგაზრდა ვარ, ვდგამ სარისკო ნაბიჯებს, ვცვლი ფორმას და ვეძებ ახალ შინაარსსს, ვცდილობ არ ვიარო გაკვალული ბილიკებით. ვეძებ ახალ ხმაურს, ახალ ჟღერადობას, ახალ მოძრაობას, რომელიც ახალ წრეს შექმნის. მე ვარ ქორეონიკონი - მე უნდა ვთქვა სათქმელი, რომ მეხსიერება არ წაიშალოს!

მე აფხაზეთის ანსამბლი ვარ, და არ ვგავარ სხვას... და კაციც ფეხს უწყობს ქართულ რითმებს, მრავალხმიანობას, ცვლის მუსიკალურ ჟღერადობას, ეხმიანება ყველა რეგიონს თანაბრად. მე ვარ თავისუფლების მოყვარული შემოქმედება, ჩემი მუსიკოსები ჟამთააღმწერლებს გვანან, მომღერლები - მკვლევარებს, მოცეკვავეები კი მეომრებს. 1931 წლიდან დღემდე მოაღწია, გადარჩა, არსებობს და იბრძვის ანსამბლი მსოფლიოში საქართველოს სახელის გასატანად. და ჩემს დასს მოსაგები აქვს წარსულში წაგებული ომები. მე უნდა შევინახო ხმა აფხაზეთში გასაჟღერებლად, მე უნდა შევკრა წრე და ავსახო ქრონოლოგიურად! მე ახალგაზრდა ვარ, ვდგამ სარისკო ნაბიჯებს, ვცვლი ფორმას და ვეძებ ახალ შინაარსსს, ვცდილობ არ ვიარო გაკვალული ბილიკებით. ვეძებ ახალ ხმაურს, ახალ ჟღერადობას, ახალ მოძრაობას, რომელიც ახალ წრეს შექმნის. მე ვარ ქორეონიკონი - მე უნდა ვთქვა სათქმელი, რომ მეხსიერება არ წაიშალოს! მე აფხაზეთის ანსამბლი ვარ, და არ ვგავარ სხვას“

პროგრამაზე მუშაობდნენ:

სამხატვრო ხელმძღვანელი: ბაჩანა ჭანტურია

ლოტბარი: ვასილ ნემსაძე

კოსტიუმების ავტორი: ეკატერინე ჯავახიშვილი

დირექტორი : თამუნა თანდაშვილი