APHKHAZETI YOUR ENSEMBLE

ვიდეოს ჩართვა ეძებ ბილეთებს ?
დასქროლვა

ჩვენ შესახებ

ჩვენი ანსამბლი

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი 'აფხაზეთი' 1931 წელს ქალაქ სოხუმში დაარსდა.

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების შედეგად, ანსამბლამა მოღვაწეობა თბილისში განაგრძო.

ანსამბლის მიზანია შექმნას თვითმყოფადი, საავტორო ფოლკლორული შემოქმედებითი ხაზი და შეინარჩუნოს აფხაზეთთან ისტორიული კავშირი.

home block
1931 წელი
home block



2021 წლიდან ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელად ბაჩანა ჭანტურია იქნა მოწვეული. განახლდა არტისტთა შემადგენლობა და შეიქმნა ახალი კონცეფტუალური ფოლკლორული პროგრამა 'ქორეონიკონი'

ჩვენი სიახლეები

3


ანსამბლი „აფხაზეთი“-ს საიუბილეო კონცერტი


საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავისა და "აფხაზეთის დღესთან" დაკავშირებით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ "აფხაზეთი"-ს, საანგარიშო-საიუბილეო კონცერტი გაიმართა. 2018 წელს ანსამბლ "აფხაზეთს" დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა.

2


ანსამბლი „აფხაზეთი“ საუდის არაბეთის სამეფოში საერთაშორისო ფესტივალზე


ანსამბლი „აფხაზეთი“ საუდის არაბეთის სამეფოში სამთო წარმოდგენისა და ხელოვნების ქემამის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა. „აფხაზეთი“ 15 მოცეკვავის შემადგენლობით მაყურებლის წინაშე ბაჩანა ჭანტურიას ხელმძღვანელობით წარდგა. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „აფხაზეთი“ დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში.

1


სახელმწიფო ანსამბლის ‘აფხაზეთის’ ახალი ავთენტური საცეკვაო-საშემსრულებლო სტილი


სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ ცეკვისა და სიმღერის ანსამბლია, სადაც ახალგაზრდული დასი, ახალი ქართული ავთენტური საცეკვაო-საშემსრულებლო პროგრამით ქმნის ქართულ ქორეოგრაფიულ დადგმებს სიმღერის, ბენდისა და საცეკვაო დასის ერთობლიობით. ანსამბლის თითოეული ნომერი, ყველა ელემენტით ერთმანეთისგან განსხვავებულია, მათ შორის სამოსიც, რომელიც დადგმების შესაბამისად იქმნება.

აღმოაჩინე ცეკვა

შენს რეგიონში