სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ ცეკვისა და სიმღერის ანსამბლია, სადაც ახალგაზრდული დასი, ახალი ქართული ავთენტური საცეკვაო-საშემსრულებლო პროგრამით ქმნის ქართულ ქორეოგრაფიულ დადგმებს სიმღერის, ბენდისა და საცეკვაო დასის ერთობლიობით.
ანსამბლის თითოეული ნომერი, ყველა ელემენტით ერთმანეთისგან განსხვავებულია, მათ შორის სამოსიც, რომელიც დადგმების შესაბამისად იკერება.
ანსამბლის სამხატვრო ხელძღვანელი ბაჩანა ჭანტურია, დირექტორი კი თამუნა თანდაშვილი. ანსამბლის შემოქმედებითი ჯგუფი 2023 წლისთვის ევროპაში ტურნეს განახორციელებს, აქედან მარტში პოლონეთის 9 ქალაქში იქნება, სადაც ბილეთების გაყიდვა უკვე მიმდინარეობს.